საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 298-ით გაიზარდა და 5552 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა არ გაზრდილა და კვლავ 1906-ს შეადგენს. კარატინის რეჟიმშია 5650 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.