საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
შესაბამისად, ვირუსით საერთო ჯამში 31 ადამიანია გარდაცვლილი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5552-ს შეადგენს. 2054 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 5637 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.