სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7,022 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2 071.4 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 14.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე 3 409,9 ტონა, ჯამში, 2 276,9 ათასი დოლარის ბანანი გავიდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის 8 თვეში ბანანი საქართველოდან სულ 5 ქვეყანაში გავიდა.
კერძოდ, ამ ქვეყნებს შორის ლიდერობს, სომხეთი, სადაც 1 498,5 ათასი დოლარის ბანანი გავიდა. მას მოსდევს აზერბაიჯანი - 281,1 ათასი დოლარით; მე-3 ადგილზეა - ერაყი, სადაც 277,8 ათასი დოლარის ბანანი გავიდა ექსპორტზე. ექპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს იკავებს ირანი და თურქეთი, სადაც, შესაბამისად, 114,4 და 105 ათასი დოლარის ბანანი გავიდა.