განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, აჭარის რეგიონის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტები აუდიტორიებში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადა, 19 ოქტომბერს სწავლას აუდიტორიებში განაახლებენ პროფესიული სასწავლებლებიც.
„19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველგან სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში. შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები აუდიტორიებში განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.