განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, აჭარის რეგიონის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტები აუდიტორიებში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადა, 19 ოქტომბერს სწავლას აუდიტორიებში განაახლებენ პროფესიული სასწავლებლებიც.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისაც აქვს შემუშავებული რეკომენდაციები, რომელთა დაცვითაც მოუწევთ მათ სასწავლო პროცესის განახლება. შემუშავებული წესების თანახმად, აუცილებელი იქნება სტუდენტთა, პედაგოგთა, თანამშრომელთა და სხვა პირთა დაშვება უსაფრთხო დისტანციის დაცვით; შესასვლელთან სავალდებულო იქნება თერმოსკრინინგი. ამასთან, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ დაწესებულებაში პედაგოგები/თანამშრომლები და სტუდენტები მხოლოდ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ნიღაბი, საჭიროების შემთხვევაში სახის ფარი/დამცავი სათვალე) დაუშვან. ამასთან, პედაგოგთა და სტუდენტთა ერთ-ერთ აუცილებელ ვალდებულებად ითვლება მუშაობის პერიოდში თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.
გარდა ამისა, სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შორისაა: