1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3203 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3203 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3332 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0129 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8708 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8812 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0104 ლარი შეადგინა.