საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 953.7 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -23.5 მლრდ აშშ დოლარი (-71.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -140.0 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 953.7 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

„2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.7 მლრდ აშშ დოლარია (32.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 250.0 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 34.2 მლრდ აშშ დოლარი (104.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.2 მლრდ აშშ დოლარით მეტია“,-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.