Teckstars-ის სტარტაპ კვირეული 28 სექტემბერს დაიწყო და 1 კვირის განმავლობაში მონაწილეებს ახალ ცოდნას, შესაძლებლობებსა და მოტივაციას გადასცემს.
Techstars Startup Week 2010 წელს კოლორადოს ქალაქ ბოლდერში დაიწყო. პროექტს საფუძველი ენდრი ჰეიდმა ჩაუყარა. სტარტაპ კვირეული სწრაფად გახდა პოპულარული და მალე არამხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.
2010 წლიდან დღემდე ღონისძიებამ ათასობით მეწარმეს უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. მათ შორისაა სიეტლი, ლონდონი, ბარსელონა, ბანგკოკი და კიდევ 80 სხვა ქალაქი, რომელთაც ახლა უკვე თბილისიც შეუერთდა.
Teckstars-ის სტარტაპ კვირეული კონფერენციებს, ვორკშოფებს, ჰაკათონებს, სტარტაპ ექსპოს, შეხვედრებსა და სხვა მრავალ ღონისძიებას უმასპინძლებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც სტარტაპების, ასევე, ადგილობრივი ანტრეპრენერული იდენტობის განვითარებას.
ღონისძიებები ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში ჩატარდება და მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, მიიღონ არაფორმალური განათლება და მოუსმინონ სამოტივაციო გამოსვლებს.
კვირეულის განმავლობაში მონაწილეებს შეეძლებათ, თვითონ აირჩიონ მათთვის საინტერესო შინაარსის ღონისძიებები.
Techstars Startup Week Georgia-ს ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:
28 სექტემბერს- ProductTank Tbilisi & Digital Product Expo
https://www.facebook.com/events/351345469533921/
28 სექტემბერს-3 ოქტომბერს- Spark • სპარკი Pre-acceleration week
https://www.facebook.com/events/776880309524785/
29 სექტემბერს- DataFest Tbilisi & Data Science Tbilisi Meet up
- UG Startup Factory Pre Acceleration Program: Startup Talks
https://www.facebook.com/events/316898846066829/
- კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University-ის C10 სტარტაპ აქსელერატორი და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა წარმოგიდგენთ: "5G და კიბერუსაფრთხოება”
https://www.facebook.com/events/330356538257455/
30 სექტემბერს- Fuckup Nights Tbilisi & Fuckup Nights Batumi: Quarantine Edition 3
https://www.facebook.com/events/1269800330023262/
- UG Startup Factory Pre Acceleration Program: Startup Talks
https://www.facebook.com/events/316898846066829/
30 სექტემბერს - 2 ოქტომბერს- ლურჯი ოკეანე • Blue Ocean: ბიზნეს ლიტერატურა და სამოტივაციო ჟანრის წიგნები სტარტაპებისთვის.
https://www.facebook.com/events/819451512147652/
1 ოქტომბერს- Slack Platform Community Tbilisi Chapter meetuphttps://slackcommunity.com/.../slack-tbilisi-presents.../
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ / GAU Georgian American University Startup Chat: Seizing Investment
- თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი: სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი
https://www.facebook.com/events/3263896313719831/
2-4 ოქტომბერს- NASA Space Apps Challenge Tbilisi
https://www.facebook.com/events/3185080451555352/
3 ოქტომბერს- Seedstars Tbilisi
https://www.facebook.com/events/2855023711412198/
საქართველოში Techstars-ის სტარტაპ კვირეულის ორგანიზატორია Tbilisi Startup Bureau და მხარდამჭერები არიან საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო(GITA • Tech Park), თბილისის მერია / Tbilisi City Hall, სექტორი 3 • Sector 3, Prodemos • პროდემოსი და Adjara Group • აჭარა ჯგუფი.
Techstars Startup Week Georgia-ს ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას.
Facebook-ისლინკი: https://www.facebook.com/events/3223718214363163?active_tab=about
Web - https://georgia.startupweek.co/