თურქეთის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით ორშაბათს რეკორდულად გაუფასურდა. გუშინდელი კურსით 1 დოლარის ფასი 7,83 ლირა გახდა, რითაც აგვისტოს რეკორდს გადააჭარბა, როცა 7,27 ღირდა. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოწვეულია იმ მოლოდინებით, რომელიც დაკავშირებულია თურქეთის შესაძლო ჩართვასთან სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელიც 27 სექტემებრს გამწვავდა.
როგორც ცნობილია, თურქულ მხარეს მჭიდრო კავშირები აქვს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მხარს უჭერს ბაქოს.