“ელიავას ბაზრობაზე დამწვარი ყველა  მაღაზია დაზღეული იყო “ - მაღაზიების მეპატრონე

გუშინ, გვიან ღამით ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დამწვარი ყველა მაღაზია და ასევე, საწყობიც დაზღვეული იყო - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს“ მაღაზიების მეპატრონემ განუცხადა.

თეა ანდრიაძე ამბობს, რომ მარაგებს სადაზღვეო კომპანია ,,სტანდარტი“, კონსტრუქციას კი GPI აზღვევდა.

,,მე, ჯერ კიდევ არ ვყოფილვარ უშუალოდ ტერიტორიაზე. მეუბნებიან, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არაა მიზანშეწონილი შესვლა. ვინც იყო შესული, მითხრა, რომ 14-15 მაღაზიაა დამწვარი ჩემს ტერიტორიაზე, იქ ორი. ძირითადად ჩემი ორგანიზაციაა ზარალში. ელიავას ბაზრობას სულ 11 ორგანიზატორი ჰყავს და ხანძარიც და ზარალიც ჩემს ტერიტორიაზეა.

მარაგები დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია ,,სტანდარტში“, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ კონსტრუქციას - GPI-ში. დაუყოვნებლივ, როგორც კი გავიგე, სადაზღვევოებსაც შევატყობინე, მაგრამ ჯერ ადრეა საუბარი, თუ რა ზარალი მომადგა, რადგან ჯერ კიდევ ვერ შევდივართ“, - უთხრა თეა ანდრიაძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

შეგახსნებთ, არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გუშინ, გვიან ღამით თავდაპირველად ხის საწყობში გაჩნდა და შემდეგ თვრამეტამდე მაღაზიაში, 8 00-მდე კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

თამარ მუკბანიანი