თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე 29 სექტემბერს ღამით, ხანძარი გაჩნდა.
ხანძრის შედეგად დაიწვა ხის მასალების სასაწყობე ფართი და რამდენიმე მაღაზია. ხანძარი დაახლოებით 1000 კვ.მ-ზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი, იანვრიდან მოყოლებული უკვე მეხუთე შემთხვევაა. თუმცა წლებია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ბაზრობა თუ სავაჭრო ობიექტი იწვის, ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზად დაზიანებული ელექტროგაყვანილობა , ზოგჯერ კი დაუდევრობა სახელდება. აღსანიშნავია, რომ ხანძრები, უმეტეს შემთხვევაში ღამით ჩნდება. ხშირ შემთხვევაში მოვაჭრეების მხრიდან ისმოდა ეჭვებიც იმის შესახებ, რომ ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი, თუმცა, არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ ბაზრობებისა და სავაჭრო ობიექტების მცირე ჩამონათვალს, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე დაიწვა.
- 2020 წლის 16 ივნისი - ვარკეთილის შერეულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა. შედეგად დაახლოებით 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურები დაიწვა;
- 2020 წლის 16 თებერვალი - ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე ე.წ. კეჩის ბაზარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. დაიწვა ტანსაცმელი და სხვა სახის პროდუქტები;
- 2020 წლის 14 იანვარი - თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. შედეგად დაიწვა 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობი;
- 2020 წლის 13 იანვარი - ისანში მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 350-400კვ.მდე ფართობზე. დაიწვა ტექნიკა;
- 2019 წლის 2 ოქტომბერი - თბილისში ე.წ. თერგის ბაზრობა დაიწვა. ხანძარი შერეულ სასაწყობო ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200მ2 ფართობზე იყო გავრცელებული;
- 2019 წლის 6 ივნისი - ლილოში „ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე 20-მდე მაღაზია დაიწვა. ცეცხლი შერეული საქონლის საბითუმო მაღაზიებს მოედო. ხანძრის შედეგად დაიწვა, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი;
- 2018 წლის 31 სექტემბერს - რუსთავში "სტამბოლის" ბაზრობა დაიწვა;
- 2018 წლის 30 აგვისტოს - ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტები დაიწვა;
- 2018 წლის 6 აგვისტოს - ყარაჯალის ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი;
- 2018 წლის 27 თებერვალი - თბილისში „თერგის„ ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. შედეგად დაახლოებით 3 000 კვმ ფართობი დაიწვა. მაშინ შენობის მესამე სართულზე ხანძარი შუაღამით გაჩნდა.
- 2017 წლის 19 აგვისტო - თბილისში, ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილმა ხანძარმა 38 სავაჭრო ჯიხური გაანადგურა. დაიწვა 1200 კვადრატულ მეტრი ფართობი.
- 2017 წლის 17 ივლისს - ცეცხლი გაჩნდა "დეზერტირების" ბაზარში;
- 2017 წლის 10 ივლისი - ხანძარი ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩნდა. ხანძრის შედეგადაც 500 კვ.მ. ფართობი დაიწვა.
- 2017 წლის 2 ივლისი - თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 2500 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა. ხანძარი სამსართულიან შენობას გაუჩნდა, სადაც ავტონაწილები იყიდებოდა.
- 2017 წლის 24 აპრილი - ხანძარი ელიავას ბაზრობაზე ავეჯის მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის შედეგადაც დაიწვა 60 კვ. მეტრის ფართობი.
- 2017 წლის 29 იანვარი - მთლიანად დაიწვა „ბავშვთა სამყაროს" შენობა.
- 2016 წლის 3 ოქტომბერი - ლილოს ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 300 კვ. მეტრამდე ფართობი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა განადგურდა სხვადასხვა ტიპის საქონელი.
- 2016 წლის 2 აგვისტო - ზესტაფონში, ე.წ. შავ ბაზარში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაახლოებით 1 000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
- 2016 წლის 30 იანვარს - "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილ ხანძარს უდიდესი ზარალი მოჰყვა;
- 2015 წლის 4 აგვისტო - ხანძარი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა. საღებავების საწყობში გაჩენილ ხანძარს 20-მდე სახანძრო სამაშველო ბრიგადა აქრობდა. ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
- 2015 წლის 21 იანვარს - გაჩნდა ხანძარი ისნის ბაზრობაზე;
- 2014 წლის 25 აგვისტოს - ცეცხლი გაუჩნდა სენაკის აგრარულ ბაზარს;
- 2014 წლის 16 სექტემბერს - თბილისში ე.წ. ბოშების ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი;
- 2014 წლის 7 დეკემბერს - დაიწვა ხოფის ბაზრობა ბათუმში;
- 2014 წლის 27 დეკემბერს - ხანძარი გაჩნდა ელიავას ბაზრობაზე;
- 2013 წლის 26 თებერვალს ცეცხლის ალში გაეხვია სავაჭრო ცენტრი "საბა";
- 2012 წლის 15 ნოემბერს ლილოს ბაზრობა დაიწვა;