„პანდემიის მიუხედავად, მოთხოვნა დიდია“ - რა ღირს დასვენება რაჭის „გარემოში“, რომელიც სულ მალე გაფართოვდება

მიუხედავად პანდემიისა, რაჭაში მდებარე ჰოსტელ „გარემოში“, ოქტომბერიც დაჯავშნილია. როგორც სასტუმროს ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ დავითულიანი, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ სულ მალე „გარემოს“ კიდევ ერთი კოტეჯი დაემატება.

113268902-3397091050301652-7921006902885309609-n-1601369891.jpg

რაც შეეხება ფასებს, თამარ დავითულიანის თქმით, არ გაზრდილა და წინა წლის მსგავსად, ერთი ღამე 25-30 ლარიდან იწყება.

ცნობისთვის, ტყუპი დების მიერ გახსნილი ჰოსტელი რაჭაში ქართველ და უცხოელ დამსვენებლებს წელიწადის ოთხივე სეზონზე მასპინძლობს.

„გარემო“ მირანდუხტ და თამარ დავითულიანებმა, ვაკო სუხაშვილთან ერთად, ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში სამი წლის წინ გახსნეს. ჰოსტელი ამბროლაურის ცენტრიდან ორ კილომეტრში და აეროპორტიდან 400 მეტრში მდებარეობს.

117309122-3443087165702040-9002730188853254407-n-1601369935.jpg

„გარემოში" როგორც ჰოსტელის, ასევე სასტუმროს ტიპის ოთახებია განთავსებული. ამასთან, ეზოში არის აუზი, ჰამაკები და მაგიდები.

„გარემოს“ შექმნის იდეა დებს მოგზაურობის სიყვარულმა გადააწყვეტინა, რაშიც "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში მიღებული გრანტიც (12 500 ლარი) დაეხმარათ.

116373857-3412711918739565-8552284808782960998-o-1601369961.jpg

აღსანიშნავია, რომ ჰოსტელს მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან ჰყოლია სტუმარი.

„სამწუხაროდ, პანდემიას დაერთო ის აქტიური სეზონი, რომელიც ზოგადად, რაჭისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯავშნები წინასწარვე გვქონდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანირი შეფერხება არ გვქონია. განსაკუთრებით ჩვენი მხრიდან, რომ არსებული რეკომენდაციების ფარგლებში მიგვეღო სტუმრები. რაც შეეხება ტურისტებს, წელს ისეთივე მოთხოვნა იყო, როგორც გასულ წელს. ჩვენ ისედაც ადგილობრივ ტურისტებზე უფრო ვიყავით ორიენტირებული, უცხოელები ძირითადად რეკომენდაციებით გვსტუმრობდნენ, შესაბამისად, ფრენების აკრძალვის მიზეზით, რაიმე შესამჩნევი განსხვავება არ ყოფილა. მეტიც, ოქტომბერშიც კი გვაქვს ჯავშნები, უბრალოდ შედარებით სათუოა, რადგან არავინ იცის, როგორი იქნება ეპიდსიტუაცია“, - ამბობს თამარ დავითულიანი.

116423499-3413008538709903-1275065586863271615-o-1601369984.jpg

მისი თქმით, პანდემიამ უფრო მეტად სამომავლო გეგმები გააჭიანურა. საუბარია, კოტეჯის, კაფის, გასართობი სივრცეებისა და მარნის დამატებაზე.

„წესით, „გარემო“ უკვე გაფართოვებული უნდა იყოს, მაგრამ პანდემიის გამო ვერ შევძელით. სამშენებლო მასალების შეძენაც კი პრობლემა იყო, ამიტომ გადაგვედო. თუმცა, დღეს უკვე აქტიურად ვმუშაობთ, რომ ოქტომბრის ბოლოს გვქონდეს დამატებით კოტეჯი. ეს იქნება 2- 4 ადამიანზე გათვლილი. აქამდე გვქონდა სასტუმროს ტიპის 14 ადგილიანი და ერთი 2-4 კაციანი კოტეჯები. ახალი განსხვავებული კოტეჯის წყალობით კი, ჯამში დაახლოებით, 20 ადამიანის გამასპინძლებას შევძლებთ.

109833060-3383609884983102-3092173354887228704-o-1601370017.jpg

რაც შეეხება ფასებს, არ გაგვიძვირებია, ერთი დღის ღრებულბა 25-30 ლარია. ცალკე მდგომი, იზოლირებული კოტეჯის ფასია ცოტა განსხვავეული.

გარდა ამისა, 1-2 წლის ვადში ვგეგმავთ კაფის, გასართობი სივრცეებისა და მარნის დამატებას. ეს იდეა მოთხოვნიდან გამომდინარე წამოვიდა. გვინდა, რომ სიამოვნების და დადებითი ემოციების ხაზით წავიდეთ და ჩვენს სტუმრებს კოპლექსურად შევთავაზოთ სხვადასხვა ტიპის მომსახურება“,-ამბობს თამარ დავითულიანი.

118534219-3499639333380156-3473474738553602019-o-1601370069.jpg

ნინი ქეთელაური