ფრანგულმა ფუფუნების საგნების მწარმოებელმა კონცერნმა LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy) ამერიკულ საიუველირო კომპანიას Tiffany სასამართლოში უჩივლა, კომპანიების შერწყმის ვერგანხორციელების დავის ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფრანგული კომპანია ავრცელებს. სარჩელი შევიდა შტატ დელავერის სასამართლოში.
სარჩელში განმარტებულია მიზეზი, რის გამოც განაცხადა უარი LVMH-მა საიუველირო ფირმის შეძენაზე და მეორე მხარის არგუმენტებს სიცრუედ აფასებს. LVMH-ის ხელმძღვანელობის აზრით, კორონავირუსის პანდემიამ, რომლის შედეგებიც Tiffany-ისთვის კატასტროფული და გრძელვადიანი აღმოჩნდა, ფრანგულ კომპანიას არასახარბიელო ფონი შეუქმნა შესაძენად და ამიტომაც თქვა უარი მის შესყიდვაზე. „მხოლოდ ეს ერთი ფაქტორიც კი კმარა იმისათვის, რომ უარი გვეთქვა ჩაფიქრებულ ოპერაციაზე“ - ხაზგასმულია განცხადებაში.
ამასთანავე, LVMH ბრალს სდებს ამერიკულ ბრენდს, რომ მან არ გადაუხადა საკუთარ აქციონერებს იმ დროს, როცა მისთვის ნათელი გახდა, რომ Tiffany სერიოზულ დანაკარგებზე გავიდა და მისი კაპიტალი რეკორდულად მცირდებოდა.
როგორც მანამდე სააგენტო Agence France-Presse წერდა, Tiffany-ის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა კორონავირუსის პანდემიის დროს, განსაკუთრებით კარანტინის პერიოდში. კომპანიამ თებერვალ-აპრილში 65 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 125 მილიონი შემოსავალი ჰქონდა.
შეგახსენებთ LVMH-მა ამერიკული Tiffany-ის შეძენის შესახებ განზრახვა გასული წელს გააჟღერა, თუმცა მთელი რიგი მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ ამაზე უარი თქვა. ამის გამო 2020 წლის სექტემბერში Tiffany-ის სასამართლოში უჩივლა ფრანგულ კონცერნს და მას ვალდებულებების შეუსრულებლობაში დასდო ბრალი. აღნიშნული ტრანზაქცია შეფასებული იყო 16 მილიარდ დოლარად.
დელავერის შტატის სასამრთლო საქმის არსებით განხილვას 2021 წლის იანვარში დაიწყებს.