ეკოლოგების პროტესტის გამო Singapore Airlines-მა ფრენაზე „არსაით“ უარი თქვა

სინგაპურულმა საავიაციო კომპანიამ Singapore Airlines უარი თქვა გეგმაზე ჩაუშვას პროგრამა „ფრენა არსაით“, იმ კრიტიკის ფონზე, რომელიც ეკოლოგების მხრიდან გაისმა. ამის შესახებ ავიაგადამზიდავის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

„მარკეტინგული კვლევის ჩატარების, ფინანსური სიტუაციის შეფასებისა და ეკოლოგიური ორგანიზაციების კრიტიკის ფონზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უარი ვთქვათ აღნიშნულ პროგრამაზე“ - ნათქვამია განცხადებაში.

„არსაით გაფრენის“ დროს თვითმფრინავი აფრინდება და ეშვება ერთიდაიმავე აეროპორტში, ლაინერი პრაქტიკულად სახელმწიფოს ირგვლივ ფრენას ახორციელებს. ამასთან, სერვისი ისეთივეა როგორც ჩვეულებრივი ფრენის დროს.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გონ ჩუნ პონმა განაცხადა „ამის ნაცვლად მათ მოამზადეს რამდენიმე წინადადება, რომელსაც უახლოეს მომავალში გააცნობენ საზოგადოებას“. სავარაუდოდ, საუბარია Airbus A380 ლაინერის რესტორნად გადაკეთებაზე, თუმცა ვიზიტორების მითების რაოდენობაზე ჯერ არაფერი თქმულა. გარდა ამისა, ნოემბრიდან კომპანია გაყიდის ექსკურსიებს, რა დროსაც გააცნობენ კომპანიის საქმიანობას და მისი შექმნის ისტორიას.

შეგახსენებთ, ივნისის ბოლოს ავიაგადამყვანმა რეკორდულ დანაკარგებზე გამოაცხადა, რომელმაც 1,1 მილიარდ სინგაპურულ დოლარს (799 მლიონი აშშ დოლარი) გადააჭარბა, შემოსავლები შემცირდა 79%-ით 851 მილიონ სინგაპურულ დოლარამდე (618 მლნ აშშ დოლარი). ხოლო სექტემბრის ბოლოს კომპანიამ 4,3 ათასი სამუშაო ადგილის შემცირების შესახებ განაცხადა. ცნობისათვის, კომპანიას პანდემიის გამო ფრენები 96%-ით შეუმცირდა.

კოკა კვირკველია