საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჟან ფრედერიკ პოლსენი - წლის ბოლოს აქტივები, რომელსაც მართავდა საპენსიო სააგენტო, მილიარდ ლარს მიაღწევს

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო დოკუმენტის პრეზენტაციას საინვესტიციო საბჭოს უცხოელი წევრი და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჟან ფრედერიკ პოლსენი პირადად ესწრებოდა. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოდან იუწყებიან.

მათივე ცნობით, პოლსენმა განვლილი წელი შეაფასა და დოკუმენტზე მუშაობის პროცესებს შეეხო; მადლიერება გამოხატა პარტნიორების მიმართ რეფორმის ფარგლებში განხორციელებელი ჩართულობისთვის. ჟან ფრედერიკ პოლსენმა საპენსიო სააგენტოს ყველა თანამშრომლის თავდაუზოგავ შრომას გაუსვა ხაზი და იმ სტრუქტურებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს უმნიშვნელოვანეს საქმეში.

„წლის ბოლოს აქტივები, რომელსაც მართავდა საპენსიო სააგენტო მილიარდ ლარს მიაღწევს. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილია დღეს, გვაძლევს იდეალურ პლატფორმას, რათა საპენსიო აქტივების სასარგებლოდ შემდგომი ზრდა გავაგრძელოთ. საინვესტიციო საბჭოს სახელით, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს: აზიის განვითარების ბანკს, მსოფლიო ბანკსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, რომლებიც ამ საქმეში აქტიურად მხარს გვიჭერდნენ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელიც აღნიშნული დოკუმენტის ძირეულ შემოწმებას უზრუნველყოფდა. ასევე, დიდი მადლობა საინვესტიციო საბჭოს წევრებს ბატონო ოვიერს, მარკს და ტიმოს თავდაუზოგავი შრომისთვის,“- განაცხადა ჟან ფრედერიკ პოლსენმა.