Apple-მა ტიმ კუკს აქციების მსხვილი პაკეტი აჩუქა

კომპანიამ Apple საკუთარ ხელმძღვანელს ტიმ კუკს აქციების მსხვილი პაკეტი უსახსოვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ფასიანი ქაღალდების ფედერალური კომისია იტყობინება.

დოკუმენტის თანახმად, კუკს საჩუქრად გადაეცა 339 987 შეზღუდული ტიპის აქცია. საუბარია, წარმოებულ ფასიან ქაღალდზე. პაკეტის ღირებულება არ ხმაურდება.

„ტიმმა დიდი წვლილი შეიტანა ინოვაციების მხრივ კომპანიაში აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე მუშაობის დროს, წარმოაჩინა ლიდერის მნიშვნელობა ღირებულებებისადმი ერთგულებასა და პრინციპულობაში. ჩვენ პირველად, თითქმის ათი წლის განმავლობაში ტიმს ვჩუქნით გრანტს აქციების სახით, რომელიც მას გადაეცემა დროთა განმავლობაში მისი ბრწყინვალე ლიდერის ფუნქციის გამოვლენისა და Apple-ის მომავლის ღრმად რწმენის სამადლიეროდ“, - აღნიშნულია კომპანიის მმართველი საბჭო განცხადებაში.

ცნობისთვის, ტიმ კუკმა კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტი 2011 წელს დაიკავა, კომპანიის დამფუძნებლის სტივ ჯობსის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

კოკა კვირკველია