ამერიკული კომპანია Walt Disney კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო შტატებში 28 ათას სამუშაო ადგილს შეამცირებს. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, იმ წერილზე დაყრდნობით, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს გაუგზავნა.
„როგორი უმძიმესიც არ უნდა იყოს ეს ნაბიჯი, ეს ერთადერთი შესაძლო ვარიანტია, რომელიც ჩვენ გვაქვს COVID-19-ის გავლენის გამო ჩვენს ბიზნესზე“, - წერია განცხადებაში.
როგორც სააგენტო წერს, შემცირება შეეხება თემატური პარკების თანამშრომლებს, საკრუიზო ლაინერებს, საცალო ვაჭრობის საწარმოებს, ასევე მმართველი საბჭოს წევრებს. ამასთან, როგორც სააგენტო წერს, დასაქმებულების 67% ისედაც არ მუშაობდა სრულ განაკვეთზე. მისივე ინფორმაციით, ამერიკის მასშტაბით თემატურ პარკებში კომპანიას დასაქმებული ჰყავდა 100 ათასი ადამიანი.