აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5,3%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი -5.6 პროცენტია.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.

თაია არდოტელი