Amazon-მა ხელის გულით გადახდის უკონტაქტო სისტემა წარადგინა

ამერიკულმა კომპანიამ Amazon წარმოადგინა მოწყობილობა, რომელიც შესყიდვის განხორციელებას მაღაზიებში კონტაქტის გარეშე, ხელის გულის სკანირებით ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

საკუთარ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სიახლეს კომპანიამ უწოდა Amazon One. შემქმნელი მას სწრაფმოქმედს, მოხერხებულს და უკონტაქტო გადახდის საშუალებას უწოდებს, რომლის გამოყენება ყოველდღიური საყიდლების დროს არის მიზანშეწონილი, ასევე სტადიონებში შესვლისას და ბონუსის სისტემების დასაგროვებლად.

რეგისტრაციისთვის მყიდველმა მოწყობილობაში უნდა ჩადოს საკუთარი საკრედიტო ბარათი, შემდეგ კი ხელის გული გადაატაროს მოწყობილობაზე, ისე, რომ მას არ შეეხოს. შედეგად სისტემა დაიმახსოვრებს და შეინახავს ხელისგულისა და საკრედიტო ბარათის მონაცემებს. პროცედურა წუთზე ნაკლებ დროს მოითხოვს და ამ დროისთვის მხოლოდ ორ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი. Amazon ამ ტექნოლოგიის დანერგვას მის ყველა მაღაზიაში აუხლოეს მომავალში აპირებს.

კოკა კვირკველია