„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ყვარელში ვენახი გაშენდა

„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით, ყვარელში, სოფელ ჭიკაანში, 5 ჰა-ზე საფერავის ჯიშის ვენახი გაშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 155,000 ლარია, საიდანაც „საქართველოს ბანკის“ თანამონაწილეობა 100,000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული.

„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით სოფლის მეურნეობის დაფინანსებას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით ყვარელში, ქინძმარაულის ზონაში, 5-ჰა ტერიტორიაზე ვენახი გაშენდა. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან იგი ხელს უწყობს არა მარტო ბიზნესების განვითარებას, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების სამომავლო საქმიანობის ხელშეწყობას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.

ი/მ ნაისი ხვედელიძემ საქმიანობა 2019 წლის ნომბერში დაიწყო. ვენახების გაშენება უკვე დასრულებულია და 70 ტონა მოსავლის მიღებას მეწარმე 2021 წლის შემოდგომაზე ელის. მოყვანილი ყურძნის რეალიზაციას კი ადგილობრივ ღვინის მარნებში გეგმავს.