ქუჩები ვაკეში, სადაც 20 ნოემბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

20 ნოემბრიდან ვაკის რაიონის 31 ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, 20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, სადაც აბაშიძის, ფალიაშვილის და ჭავჭავაძის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მივიდნენ და ზონალურ-საათობრივ პარკირების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ.

ამასთან, მერმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ავტომობილები დაარეგისტრინონ იმისთვის, რომ მათთვის პარკირება უფასო იყოს.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება იქნება უფასო, ასევე შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში, გადასახადი საათში 1 ლარით განისაზღვრება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქუჩების ჩამონათვალს, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება:

  • ი. ჭავჭავაძის გამზირი
  • ზ. ფალიაშვილის ქუჩა
  • ი. აბაშიძის ქუჩა
  • ვ. ბარნოვის ქუჩა პეტრიაშვილის ქუჩამდე
  • მცხეთის ქუჩა
  • ი. ქუთათელაძის ქუჩა
  • კ. კეკელიძის ქუჩა
  • ე. თაყაიშვილის ქუჩა
  • ნაფარეულის ქუჩა
  • ერისთავი/მრგვალი ბაღის კუთხე
  • ქუთათელაძე/მრგვალი ბაღის კუთხე
  • მცხეთის ქ./ქუთათელაძე
  • მცხეთის ქ/აბაშიძე
  • შროშის ქ.
  • რ. ერისთავის ქუჩა
  • ბაზალეთის ქუჩა
  • დ. მირცხულავას ქუჩა
  • დ. არაყიშვილის ქუჩა
  • ო. თაქთაქიშვილის ქუჩა
  • ლ. კავსაძის ქუჩა
  • ნ. ბერძენიშვილის ქუჩა
  • ა. მიშველაძის ქუჩა
  • ა. მოსაშვილის ქუჩა
  • ატენის ქუჩა
  • ნ. ყიფშიძის ქუჩა
  • ნ. საჯაიას ქუჩა
  • თ. აბულაძის ქუჩა
  • ლ. მიქელაძის ქუჩა
  • ნ. რამიშვილის ქუჩა
  • მ. თამარაშვილის ქუჩა გ.წერეთლის ქუჩამდე
  • ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი წერეთლის ქუჩამდე
ნინი ქეთელაური