20 ნოემბრიდან ვაკის რაიონის 31 ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, 20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, სადაც აბაშიძის, ფალიაშვილის და ჭავჭავაძის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მივიდნენ და ზონალურ-საათობრივ პარკირების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ.
ამასთან, მერმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ავტომობილები დაარეგისტრინონ იმისთვის, რომ მათთვის პარკირება უფასო იყოს.
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება იქნება უფასო, ასევე შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში, გადასახადი საათში 1 ლარით განისაზღვრება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქუჩების ჩამონათვალს, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება: