ვის აქვს საქართველოში ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასი

უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა 2020-ის მიხედვით, გამოიკვეთა საქმიანობები, სადაც ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასებია. კერძოდ, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი, ელემენტარული პროფესიული ჯგუფების მიხედვით, თვითმფრინავების პილოტებს აქვთ, ხოლო ყველაზე დაბალი - კარდაკარ მოსიარულე გამყიდველებს.

ამასთან, ISCO 2008-ის ძირითადი პროფესიულ ჯგუფებში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასით ლიდერობენ შემდეგი ელემენტარული ჯგუფები:

  • მენეჯერებში - მმართველი დირექტორები და უმაღლესი რგოლის მენეჯერები (2,828 ლარი);
  • სპეციალისტებში - მართვისა და ორგანიზაციული ანალიტიკოსები (2,896 ლარი);
  • ტექნიკოსებში - თვითმფრინავების პილოტები (5,184 ლარი);
  • ოფისის პერსონალში - გამოკითხვების კლერკები (1,608 ლარი);
  • მომსახურების სფეროსა და სავაჭრო დაწესებულებების მომსახურე პერსონალში - ბორტგამცილებლები და სტიუარდესები (1,651 ლარი);
  • სოფლის მეურნეობის კვალიფიციურ მუშაკებში - მეტყევეები და მონათესავე სფეროებში დასაქმებული პირები (1,211 ლარი);
  • ხელოსნებსა და მონათესავე პროფესიების მუშაკებში - ლითონის გამპრიალებლები, მხეხავები და ინსტრუმენტების მლესავები 1,750 ლარი);
  • სამრეწველო დანადგარებისა და მანქანების ოპერატორებსა და ამწყობებში - ქიმიური პროდუქციის დანადგარებისა და მანქანების ოპერატორები (1,542 ლარი);
  • დამწყები კვალიფიკაციის მქონე მუშახელში - სწრაფი კვების კერძების მომმზადებლები (1,070 ლარი);

ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი, ელემენტარული პროფესიული ჯგუფების მიხედვით, თვითმფრინავების პილოტებს აქვთ - 5,184 ლარი, ხოლო ყველაზე დაბალი კარდაკარ მოსიარულე გამყიდველებს - 207 ლარი.

პილოტების გარდა მაღალი საშუალო თვიური ხელფასით გამოირჩევიან შემდეგი ელემენტარული პროფესიული ჯგუფები:

  • საგემბანე ოფიცრები და ლოცმანები - 4,115ლარი
  • მართვისა და ორგანიზაციული ანალიტიკოსები - 2,641ლარი
  • მმართველი დირექტორები და უმაღლესი რგოლის მენეჯერები - 2,652ლარი
  • ფინანსური და საინვესტიციო მრჩევლები - 2,481ლარი

ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასის ათეული, ელემენტარული პროფესიული ჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

პირველ ათეულში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ყველაზე მეტად სამთო-ინჟინრების, მეტალურგებისა და მონათესავე სფეროს სპეციალისტების ჯგუფის საშუალო ხელფასი გაიზარდა (+17.9%), მას მოსდევს კვლევებისა და განვითარების მენეჯერების საშუალო ხელფასი (+15.7%) დამართვისა და ორგანიზაციული ანალიტიკოსების საშუალო ხელფასი (9.6%).

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემამ "დაგეგმე მომავალი" ჩაატარა.

ნინი ქეთელაური