ლარი ყველა ვალუტასთან გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2059 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2059 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2878 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0819 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7560 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8415 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0855 ლარი შეადგინა.