აგვისტოში ვადაგადაცილებული სესხები 20.9 მლნ ლარით გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ აგვისტოს თვის მიმოხილვაში.
ამავე სტატისტიკით, გასულ თვეს ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 559.9 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო.
ვადაგადაცილებული სესხების 30.8 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 56.2 პროცენტს გაუტოლდა.