აგვისტოში Samsung-მა გაყიდვებით Huawei-ს აჯობა

სამხრეთ კორეული კომპანია Samsung Electronics მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა მსოფლიოში ნომერ პირველი კომპანია სმარტფონების გაყიდვებით. მან მისი პირდაპირ კონკურენტს ჩინურ Huawei-ს აჯობა. ამის შესახებ გაზეთი The Chosun Ilbo წერს.

მისი მონაცემებით, ჯერ კიდევ აპრილში ინდოეთის მხრიდან შემოღებული კარანტინის გამო სამხრეთ-კორეულ კომპანიას შეუმცირდა გაყიდვები, მაშინ მისი წილი გლობალურ ბაზარზე შეადგენდა 20%, Huawei-ის წილი იყო 21%, Apple-ის წილი - 12%, ხოლო Xiaomi - 8%. თუმცა ეკონომიკური სიტუაციის დასტაბილურებისა და ინდოეთის „გახსნის“ ფონზე კომპანიამ შეძლო ლიდერობის დაბრუნება. მის გალიდერებას ასევე შეუწყო ხელი Huawei-ის გაყიდვების შემცირებამ მისსავე სამშობლოში - ჩინეთში.

ახლა Samsung-ის წილი გაყიდვებში 22%-ია და ის 6%-ით უსწრებს Huawei-ის. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს სხვაობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზარდოს პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე.

კოკა კვირკველია