სინგაპური ახლა საზღვაო კრუიზისთვის „არსაით“ ემზადება

მას შემდეგ, რაც სინგაპურის საავიაციო კომპანიამ უარი განაცხადა ეკოლოგიური მიზეზებიდან გამომდინარე სპეციალურ საჰაერო რეისზე „არსაით“, სინგაპურის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მსურველებს საზღვაო პროექტი შესთავაზოს. კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეს იქნება პირველი ნაბიჯი სრულფასოვანი საზღვაო კრუიზების აღდგენისკენ - წერს გაზეთი Straits Times.

გეგმის თანახმად, რომელიც გამოცემას ჩაუვარდა ხელთ, საკრუიზო ლაინერები გავლენ სინგაპურის პორტიდან და დაბრუნდებიან ისევ იმავე პორტში, ისე რომ არ შევლენ სხვა პორტებში. პროექტში, რომელიც სინგაპურის ტურიზმის საბჭომ მოამზადა, წერია, რომ ხომალდი უნდა იყო 50%-ით დატვირთული მგზავრების საერთო რაოდენობიდან. როგორც გამოცემა წერს, უწყებამ მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას DNV GL მიმართა თხოვნით, მოამზადოს პროტოკოლი საზღვაო კრუიზისთვის პანდემიის პირობებში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო შესაბამისი სტანდარტებით.

ამასთან, ამ დრომდე უცნობია, როდის განხორციელდება პირველი კრუიზი „არსაით“.

კოკა კვირკველია