ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი, წყალტუბოში გადის და 9 აპრილისა და დედა ენის ქუჩების მონაკვეთს წარმოადგენს. აღნიშნული მონაკვეთი, ასევე წყალტუბოს შემოვლით გზად ითვლება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული გზის ასფალტ-ბეტონის საფარი მთლიანად ამორტიზირებული იყო, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა.
მათივე ცნობით, პროქტის შესაბამისად, გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები და მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა. პროექტის დასრულების შემდეგ კომფორტული გახდება აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 899 900 ლარია. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.