უნგრეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასაზღვრო შეზღუდვებს ახანგრძლივებს

უნგრეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ოქტომბრის ბოლომდე ჩაკეტილს ტოვებს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიიღო.

უნგრეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები 1 სექტემბერს ჩაკეტა. ამავე პერიოდიდან უნგრეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან, ვალდებულები არიან, კარანტინი გაიარონ.

ცნობისათვის, უნგრეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 27 309 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 781 ადამიანი დაღუპულია. ქვეყანაში, ბოლო კვირების განმავლობაში, ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.