2021 წელს მთავრობა 17,071 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს, ეს კი მიმდინარე წელთან შედარებით 1.148 მლრდ ლარით მეტია. 2020 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ხარჯები 15,923 მლრდ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, რომ 50 მლნ ლარზე მეტით იზრდება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები და ის 1,6 მლრდ ლარით არის განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით მთავრობა საგადასახადო შემოსავლების გაუმჯობესებას პროგნოზირებს. კერძოდ, 2020 წლისთვის საგადასახადო გეგმა 8,979 მლრდ ლარით არის განსაზღვრული, 2021 წლისთვის კი, საგადასახადო შემოსავლების 10.450 მლრდ ლარამდე ზრდა არის დაგეგმილი.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მთავრობა დამატებით 2,174 მლრდ ლარის ახალი საგარეო ვალის აღებას გეგმავს. წელს კი ახალი საგარეო ვალის აღებით მიღებული შემოსავალი 6,187 მლრდ ლარით არის განსაზღვრული.
რაც შეეხება სამინისტროების დაფინანსებას, პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ისევ გამოყოფილა ჯანდაცვის სამინისტროსთვის.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამინისტროების ასიგნებები ასე გადანაწილდა:
ამასთან, პარლამენტისთვის წარდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი