2021 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის თანახმად, 2021 წლის ბოლოსათვის სახელმწიფო ვალი 32 005.6 მლნ ლარი იქნება

2021 წლის ბოლოსათვის სახელმწიფო ვალი 32 005.6 მლნ ლარი იქნება. ამის შესახებ 2021 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.

როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 32 005.6 მლნ ლარიდან უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 25 078.7 მლნ ლარი სახელმწიფო საგარეო ვალი, ხოლო 6 926.9 მლნ ლარი საშინაო ვალი იქნება.

„2021 წლის ბოლოსათვის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი (არ მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის ვალს და მოიცავს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აღებულ ვალს) განისაზღვრება მშპ-ის 55.9%-ის ოდენობით, ხოლო 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მთლიანი მოცულობის მიმდინარე ღირებულების (მშპ-ის 0.9%) გათვალისწინებით, შეადგენს 56.8%-ს (კანონით განსაზღვრული ზღვარი მშპ-ის 60% შეადგენს)“,-აღნიშნულია განმარტებით ბარათში.