პროგრამა YES-Georgia (ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში) მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდების და ქალებისთვის თვითდასაქმებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას მეწარმეობის განვითარების მეშვეობით, შესაბამისი უნარებისა და ცოდნის ინოვაციური მიწოდებით და ფინანსებისადმი და ბიზნეს სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდით.
პროგრამას USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ფონდი კრისტალი, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალთან და ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოთან (JAG) პარტნიორობით, რომელიც YES-Georgia-ს პროგრამის ფარგლებში ახორციელებს სკოლის მოსწავლეებს შორის სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების კომპონენტს. ეს კომპონენტი მიზნად ისახავს სამომხმარებლო, ეკონომიკური, სოციალური, კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის მოგვარების, ლიდერობისა და დაგეგმვის უნარ-ჩვევების განვითარებას სკოლის მოსწავლეებს შორის, რომელიც მოამზადებს ახალგაზრდებს ეკონომიკის სფეროში წარმატების მისაღწევად.
ჯუნიორ ეჩივმენტის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამა „Be Entrepreneurial” ( „იყავი მეწარმე“) ქართული ვერსია საგანგებოდ მომზადდა დამატებით მასალებთან ერთად, ადაპტირდა და მოერგო ქართულ რეალობას და არაფორმალური განათლების მიმართულებით, კლუბური სამუშაოს ფარგლებში ისწავლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მე-10 , მე-11 და მე-12 კლასებში. ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამის „იყავი მეწარმე-ს“ მიზანია სკოლის მაღალ კლასებში ხელი შეუწყოს მოსწავლეების სამეწარმეო ინიციატივებს ბიზნესგეგმის ძირითადი კომპონენტების შესწავლის მეშვეობით.
ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ პროექტის ორი რაუნდის ფარგლებში ჩაატარა შემდეგი აქტივობები: გადაამზადა/ 18 საათიანი პედაგოგთა მოსამზადებელი ტრენინგი გაიარა 28 პედაგოგმა; პროგრამა განხორციელდა 30 სკოლაში; სრული კურსი გაიარა 514 მოსწავლემ (319 გოგო, 195 ბიჭი); სულ შემოვიდა 300 მდე ბიზნეს გეგმა, მათ შორის დასაფინანსებლად შეირჩა 14. ამ პერიოდისთვის უკვე დაფინანსდა 6 და დაფინანსების პროცეშია 8 ბიზნეს პროექტი.
წარმოგიდგენთ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში გადაეცათ საწარმოს გახსნისთვის მცირე გრანტები და რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს თავიან პატარა საქმიანობებს.
ლუკა ბებიაშვილი - შორაპანის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა, 2019 წელს გაიარა პროგრამა “იყავი მეწარმე” და პროგრამი ფარგლებში გადაეცა 1 ცალი დედა ღორი და მისთვის საჭირო საკვები 300 კგ
მარიამ ბახტიძე - ზესტაფონის თავისუფალი სკოლის მოსწავლე. 2018 წელს გაიარა პროგრამა იყავი მეწარმე. პროგრამის ფარგლებში შეიძინა 3 სკა, და მისთვის საჭირო ინვენტარი (დამცავი ჩასაცმელი, შესაბოლებელი, ფიჭის გასაწმენდი დანა, ფიჭის მოსათლელი დანა, ჩარჩოების მავთული, ჩარჩო, ფუტკრის ფიჭა). მარიამმა უკვე მიიღო პირველი მოსავალიც და დაიწყო გაყიდვები.(მიიღო 9 ლიტრი თაფლი და 1 ლიტრს ჰყიდის 20 ლარად).
Yes-Georrgia-ს პროგრამის ფარგლებში წელსაც გააგრძელებს ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო „იყავი მეწარმის’’ სასწავლო პროგრამის განხორციელებას საქართველოს სკოლებში; ის მალე მოსწავლეთა ახალ ნაკადს მიიღებს და შესაბამისად დააფინანსებს მათ წარმატებულ ბიზნეს პროექტებს, რაც ძალიან გვახარებს, რადგან ახალგაზრდები სკოლის ასაკიდან ეჩვევიან შრომას და მეწარმეობის კულტურას.