უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა 2020-ის მიხედვით, 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით დასაქმებულთა უმრავლესობა თბილისზე მოდის (64.8%).
სხვა რეგიონების მიხედვით კი დასაქმებულთა გადანაწილებამ შემდეგი სურათი გამოკვეთა: 9.2% - აჭარა, 6.7% - იმერეთი, 5.3% - ქვემო ქართლი, 3.8% - სამეგრელო, 3.1% - კახეთი, 2.4% - შიდა ქართლი, 1.7% - მცხეთა-მთიანეთი, 1.6% - სამცხე-ჯავახეთი, 1.1% - გურია, ხოლო - 0.3% რაჭა-ლეჩხუმი.
რაც შეეხება დასაქმებულთა კონკრეტულ რაოდენობას, რეგიონების მიხედვით, ასე გამოიყურება:
აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობის ყველაზე მაღალი ზრდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაფიქსირდა (+23.8%), მას მოჰყვება: გურია (13.7%) და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო-სვანეთი (13.5%). დედაქალაქში დასაქმებულთა რაოდენობა 5.4%-ით არის გაზრდილი. ერთადერთ რეგიონი, სადაც 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, არის შიდა ქართლი (-2.8%).
ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემამ "დაგეგმე მომავალი" ჩაატარა.