1 მარტიდან 19 სექტემბრამდე პერიოდში კორონავირუსი კომპანია Amazon-ის 19 816 თანამშრომელს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, Amazon-სა და მის შვილობილ კომპანია Whole Foods-ში, საერთო ჯამში 1 372 000 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც კოვიდ-19 1.44%-ს გამოუვლინდა.
Reuters-ი წერს, რომ თანამშრომელთა ნაწილისა და პროფკავშირების მტკიცებით, კომპანია Amazon-მა პანდემიის პერიოდში საწყობების ღიად დატოვებით დასაქმებულთა ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენა, თუმცა Amazon-ში აცხადებენ, რომ ინფიცირების მაჩვენებელი იმაზე 42%-ით დაბალია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.