„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით „შპს ზიგი“ საქმიანობას აფართოვებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანია ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და ოფიციალურ წარმომადგენლობას უწევს ისეთ პრემიუმ კლასის ტექნიკის ბრენდებს, როგორიცაა LIEBHERR; MIELE; K- Array; ELIKA; SUB –ZERO. კომპანიის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 240,000 ევროს მოცულობის დაფინანსება გამოიყო, რაც ბიზნესის განსავითარებლად უძრავი ქონების შეძენას და რემონტს მოხმარდა.
როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, ობიექტი ამჟამად 6 ადამიანს ასაქმებს. კომპანია მომხმარებელს ტექნიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. მაღაზიაში 25 სხვადასხვა მოდელის ტექნიკის შეძენაა შესაძლებელი. „შპს ზიგში“ წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის პროდუქცია როგორიცაა: საოჯახო ტექნიკა და მაცივრები, საყინულეები, ღვინის კარადები, სამედიცინო მაცივრები, ხმის სისტემები და ა.შ. „მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ „შპს ზიგს“ საქმიანობის გაფართოებაში. კომპანია 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული ქართულ ბაზარზე პრემიუმ კლასის ტექნიკის მიწოდებაში და ოფიციალურ წარმომადგენლობას უწევს მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ჩართულობით „შპს ზიგი“ კიდევ უფრო ვითარდება. ბიზნესების მხარდაჭერა და მათ განვითარებაში წვლილის შეტანა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმაზურაბ მასურაშვილმა.
„ლიბჰერი“ და „მილე“ გერმანული საოჯახო პრემიუმ კლასის ბრენდებია. „ლიბჰერი“ ბაზარზე უკვე 71 წელია წარმოდგენილია, „მილე“ კი 121. ბრენდების მთავარ მიზანს მომხმარებლისთვის მუდმივად განახლებული, ინოვაციური და ხარისხიანი, გერმანიაში აწყობილი პროდუქციის მიწოდება წარმოადგენს.