სექტემბერში ახალგაცემული იპოთეკური სესხები 20%-ით გაიზარდა - "თიბისი კაპიტალი"

სექტემბერში ახალგაცემული იპოთეკური სესხები 20%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ეკონომიკის აღდგენის შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 6 ივლისიდან დღემდე გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი მეტწილად უცვლელია ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

„თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის ზრდის 7დღის საშუალო მაჩვენებელი კვლავ დადებითია და 25სექტემბრის მდგომარეობით წ/წ +10%-ს შეადგინა“, - აღნიშნულია კვლევაში.