კომპანია Playboy Enterprises, რომელიც გამოსცემს ჟურნალს კაცებისთვის Playboy, კომპანია Mountain Crest Acquisition-თან ერთიანდება, რათა შეძლოს საკუთარი აქციების განთავსება საფონდო ბირჟაზე და ამ გზით მოიძიოს დამატებითი ინვესტიციები. ბიზნესის ღირებულება შეფასებულია 415 მილიონ დოლარად - წერს გაზეთი The Wall Street Journal.
გამოცემის ცნობით, შეთანხმება ითვალსწინებს 58 მილიონი დოლარის მიღებას Playboy-ისთვის, რომელსაც მოიზიდავს Mountain Crest, ხოლო დამატებით 50 მილიონს მიიღებს ფასიანი ქაღალდების სახით. Playboy Enterprises-სს კომპანიას 66%-იანი წილი ექნება და შერწყმის შემდეგ მას უბრალოდ Playboy ეწოდება. აღნიშნული შეთანხმება ამ დროისთვის ფედერალური კომისიის მხრიდან დასტურის მოლოდინშია, რომელიც 60-90 დღეში მოხდება.
Playboy-ის პირველი ნომერი 1953 წელს გამოვიდა, პირველი ნომრის ტირაჟმა 70 ათასი ეგზემპლარი შეადგინა და მან უმალვე მოიპოვა პოპულარობა.