ბრექსიტის ფონზე ფინანსურმა კომპანიებმა დიდი ბრიტანეთიდან 1,6 ტრილიონი დოლარი გაიტანეს

ფინანსური მომსახურების სფეროს კომპანიებმა, რომლებიც დიდი ბრიტანეთში მუშაობდნენ დაახლოებით 7,5 ათასი თანამშრომელი გადაიყავნეს ევროკავშირის ტერიტორიაზე სამუშაოდ და ქვეყნიდან 1,6 ტრილიონი დოლარის აქტივები გაიტანეს, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ფონზე. ამასთან, აღნიშნული ტენდენცია დიდი ალბათობით გაგრძელდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაშიც - ფიქრობენ EY-ის ექსპერტები.

მხოლოდ გასულ თვეს კომპანიებმა დაახლოებით 400 თანამშრომელი გადაიყვანეს ბრიტანეთიდან - ნათქვამია კონსალტინგური კომპანიის ანგარიშში, რომელიც 222 უმსხვილეს ფინანსურ კომპანიას აკვირდება.

მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც 2016 წელს ბრიტანელებმა მხარი დაუჭირეს ბრიტანეთის ევროკავშირის ბლოკიდან გასვლას, ფინანსურმა კომპანიებმა ბლოკის წევრ ქვეყნებში თანამშრომელთა რაოდენობა გაზარდეს და ეს ძირითადად მოხდა ბრიტანეთიდან გაყვანილების ხარჯზე. ამასთან, რელოკაციის მეტი წილი მოვიდა დუბლინზე, ლუქსემბურგსა და ფრანკფურტზე.

მომავალი წლიდან კი ევროკავშირის ფინანსურ დედაქალაქში მოქმედ კომპანიებს არ ექნებათ შესაძლებლობა შესთავაზონ ფინანსური მომსახურება ბლოკის წევრ ქვეყნებს. მათ მოუწევთ იქონიონ იმედი, რომ ევროკავშირი შესთავაზებს ბრიტანეთს ე.წ. ექვივალენტურობის პირობებს, რათა შეძლონ მომსახურების გაწევა რეგიონის კლიენტებისათვის, რომლებზეც მოდის მათი ლონდონური შემოსავლების მეოთხედი. გაურკვევლობის გათვალისწინებით კი კომპანიებს უწევთ ევროკავშირში წარმომადგენლობების გაზრდა, - წერს Bloomberg

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთიდან ევროპაში გადაიყვანა თანამშრომლები და აქტივებიც გადაიტანა ამერიკულმა ბანკმა JPMorgan Chase & Co, ხოლო Goldman Sachs Group აპირებს დამატებით 100 პერსონალის რელოკაციას.

EY-ის ანგარიშით, 24-მა ფინანსურმა კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ გაიტანენ აქტივებს ბრიტანეთიდან იმ უპერსპექტივობის ფონზე, რომელიც ლონდონსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში არსებობს.

ამ მომენტისთვის ბრიტანეთის დედაქალაქზე მოდის ამერიკული ბანკების ევროპაში არსებული აქტივების ლომის წილი.

კოკა კვირკველია