სექტორები, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული

ყველაზე მეტი ადამიანი საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორშია დასაქმებული. უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა 2020-ის ანგარიშის მიხედვით, ამ სექტორში დასაქმებულების 25.2% მოდის.

ამავე მონაცემების მიხედვით, მას მოსდევს დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი - 11.5%, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სექტორი - 9.9%, მშენებლობის სექტორი - 9.8%.

დასაქმებულთა ყველაზე დაბალი წილით სხვა სახის მომსახურებებისა (1.1%) და სამთომოპოვებითი მრეწველობის (1.1%) სექტორები ხასიათდებიან.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას სექტორების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 205,300 ადამიანი
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 93,945
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 80,442
  • მშენებლობა - 79,672
  • ტრანსპორტირება და დასაწყობება -59,632
  • სასტუმროები და რესტორნები - 47,474
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები- 45,885
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები -27,173
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 26,829
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები -26,671
  • განათლება -23,730
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 19,742
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 18,604
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 15,355
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 14,573
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 12,928
  • სხვა სახის მომსახურება - 9,192
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 9,027

კვლევის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად ICT სექტორში (18.2%) გაიზარდა. აგრეთვე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა ჯანდაცვის სექტორში - 14.2%. დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება მხოლოდ 2 სექტორში დაფიქსირდა, კერძოდ, უძრავ ქონებაში (-4%), ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში(-3.4%).

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემამ "დაგეგმე მომავალი" ჩაატარა.

ნინი ქეთელაური