გამოცემა Travel Trivia წარმოგიდგენთ 6 ყველაზე ლამაზ და უჩვეულო ფუნიკულიორს მსოფლიოში.
Angels Flight, ლოს-ანჯელესი, აშშ
ფუნიკულიორის რკინიგზა Angels Flight ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში მდებარეობს. დახვეწილი დიზაინის მქონდე რკინიგზასა და მატარებელს ერთნაირი ნარინჯისფერი და შავი შეფერილობა აქვთ. ფუნიკულიორის მშენებლობა 1901 წელს დასრულდა. მისი ნახვა არაერთ ცნობილ ფილმშია შესაძლებელი, მაგალითად La La Land-ში.
Ascensor Artillería, ჩილე
ფუნიკულიორი Ascensor Artillería ჩილეს ქალაქ ვალპარაისოში მდებარეობს. ის 135 წლის წინ აშენდა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძველ ფუნიკულიორად ითვლება. დღესდღეობით მას UNESCO იცავს. ქალაქის მთიანი რელიეფიდან გამომდინარე ვალპარაისოში დღეს სულ 16 ფუნიკულიორია.
Elevador da Glória, პორტუგალია
Elevador da Glória პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მდებარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფუნიკულიორს წარმოადგენს, რომელიც ხშირად ლისაბონის სიმბოლოდაც აღიქმება. ფუნიკულიორის აშენება ქალაქის მთიანმა რელიეფმა განაპირობა და ყოველდღიურად მას ათასობით ადამიანი იყენებს. ადგილობრივები მას ლიფტს უწოდებენ.
Peak Tram, ჰონგ-კონგი
ჰონგ-კონგი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ და გადატვირთულ ქალაქს წარმოადგენს, სადაც მწვანე ზონის ნაკლებობაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქში ფუნიკულიორი ააშენეს, რომელსაც შეუძლია რამდენიმე წუთში ქალაქის ცენტრიდან ბუნებაში მოხვდეს, სადაც ულამაზესი პეიზაჟები იშლება.
Monongahela, აშშ
ფუნიკულიორი Monongahela აშშ-ის ქალაქ პიტსბურგში მდებარეობს. ფუნიკულიორი თავდაპირველად მთის ფერდობიდან წიაღისეულის გადასაზიდად გამოიყენებოდა. მოგვიანებით კი, ქალაქის მოსახლეობა გაიზარდა და მათ მთის ციცაბო ნაწილში დაიწყეს დასახლება, ფუნიკულიორმა კი მგზავრთა გადაყვანის ფუნქცია შეითავსა.
Stoosbahn, შვეიცარია
ეს უჩვეულო ფორმის ფუნიკულიორი შვეიცარიის ქალაქ შვიცში მდებარეობს. ადგილობრივი მთიანი რელიეფის გამო მოსახლეობა მას ყოველდღიურად იყენებს. ფუნიკულიორი განსაკუთრებით გადატვირთულია ზამთარში, როდესაც ათასობით ტურისტი მას მთის ფერდობზე ასასვლელად და შემდგომ თხილამურებით დასაშვებად იყენებს.