სალვადორი, პანამა, ბენინი - როგორ შეცვალა covid-19-მა ავტომობილების საექსპორტო ბაზრები

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 54% რეექსპორტზე გადის. გასაღების ბაზარი 53 ქვეყანაა. 2020 წლის მონაცემებით კი რეექსპორტის მოცულობა 260 მლნ აშშ დოლარია.

ქვეყნებს შორის, სადაც საქართველოდან ავტომობილები გადის, არის შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული საამირო, ომანი, სენეგალი, აშშ, ვიეტნამი და ა.შ.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ ათი ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც 2020 წლის პირველ 8 თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა:

  • აზერბაიჯანი - 14. 989 ავტომობილი
  • უკრაინა - 5. 972 ავტომობილი
  • რუსეთი - 1.396 ავტომობილი
  • სომხეთი - 653 ავტომობილი
  • ყირგიზეთი - 538 ავტომობილი
  • ტაჯიკეთი - 570 ავტომობილი
  • უზბეკეთი - 435 ავტომობილი
  • არაბთა გაერთიანებული საამირო - 222
  • ყაზახეთი -222 ავტომობილი
  • ბელგია - 113 ავტომობილი

პანდემიის პირობებში საქართველოში არა მხოლოდ რეექსპორტის წილი შემცირდა, დაიკარგა გასაღების ბაზრებიც. 2019 წელს თუ საქართველოდან 65 ქვეყანაში გადიოდა მანქანები, 2020-ში 53 ქვეყნამდე შემცირდა. კერძოდ, ავტომობილები რეექსპორტი აღარ გავიდა ბოსნია და ჰერცოგოვინაში, ჩადიში, ჩილეში, ჩინეთში, განაში, ტუნისში და ა.შ.

მიუხედავად ამისა, მცირე რაოდენობით, მაგრამ ავტომობილები გადის ახალ ბაზრებზეც, მაგალითად, 2020 წელს მანქანები გაიყიდა ბენინში ( 1 ავტომობილი) , პანამაში (6 ავტომობილი), სალვადორსა (1 ავტომობილი) და ომანში ( 2 ავტომობილი).

თამარ მუკბანიანი