ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 54% რეექსპორტზე გადის. გასაღების ბაზარი 53 ქვეყანაა. 2020 წლის მონაცემებით კი რეექსპორტის მოცულობა 260 მლნ აშშ დოლარია.
ქვეყნებს შორის, სადაც საქართველოდან ავტომობილები გადის, არის შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული საამირო, ომანი, სენეგალი, აშშ, ვიეტნამი და ა.შ.
,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ ათი ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც 2020 წლის პირველ 8 თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა:
პანდემიის პირობებში საქართველოში არა მხოლოდ რეექსპორტის წილი შემცირდა, დაიკარგა გასაღების ბაზრებიც. 2019 წელს თუ საქართველოდან 65 ქვეყანაში გადიოდა მანქანები, 2020-ში 53 ქვეყნამდე შემცირდა. კერძოდ, ავტომობილები რეექსპორტი აღარ გავიდა ბოსნია და ჰერცოგოვინაში, ჩადიში, ჩილეში, ჩინეთში, განაში, ტუნისში და ა.შ.
მიუხედავად ამისა, მცირე რაოდენობით, მაგრამ ავტომობილები გადის ახალ ბაზრებზეც, მაგალითად, 2020 წელს მანქანები გაიყიდა ბენინში ( 1 ავტომობილი) , პანამაში (6 ავტომობილი), სალვადორსა (1 ავტომობილი) და ომანში ( 2 ავტომობილი).