ბაზარზე გამოჩნდა ვაშლი, რომელსაც ვარდისფერი რბილობი და კენკრის არომატი აქვს  (+ფოტო)

ევროპაში ვაშლის ახალი სახეობა სახელწოდებით - Kissabel გამოჩნდა. პროექტის პარტნიორებმა საფრანგეთსა და შვეიცარიაში უკვე დაიწყეს KissabelOrange და KissabelYellow-ს მოსავლის აღება.

FruitNews-ის ცნობით, KissabelOrange-ს აქვს ნარინჯისფერ-ვარდისფერი კანის ფერი, ხოლო, KissabelYellow-ს მოყვითალო, შიგთავსი კი ორივე შემთხვევაში ვარდისფერია. როგორც East fruit წერს, პროდუქტის გამორჩეული თვისება მის სიტკბოში მდგომარეობს.

„მოსავლის აღება სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. ვაშლი გამოირჩევა ხარისხით, ერთგვაროვანი კანის ფერით, ვარდისფერი რბილობით, შესანიშნავი გემოთი და თითქმის კენკრის არომატით. საცალო ქსელების წარმომადგენლებმა, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან დახლებზე მის გამოჩენას, Kissabel-ს უმაღლესი შეფასება მისცეს“,- განაცხადა Greenyard– ის ტექნიკური მხარდაჭერისა და ხარისხის ხელმძღვანელმა ანნა კოქსმა.

პროექტის ხელმძღვანელების თქმით, Kissabel-ი რამდენიმე სახობას მოიცავს, მათ შორის არის ასევე KissabelRred, რომლის აღებაც შვეიცარიაში ოქტომბერში დაიწყება და ევროპის ბაზარზე გამოჩნდება. ამ დროისთვის გაყიდვაშია KissabelOrange, რომელიც იტალიასა და გერმანიაშია მოყვანიალი.

5a674cc90688b9e510a2aafaf58f1a7c-1-1601643923.jpg

1540455654966-1601643946.jpg

efkisabel1-1-1601643983.jpg

efkisabel2-1-1601644008.jpg

kissabel-southernhemisphere-1601644033.jpg

ნინი ქეთელაური