როგორ გამოიყურება 10 ყველაზე გასაოცარი იახტა მსოფლიოში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში კერძო იახტებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა. ამასთან, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან შორს ყოფნა სულ უფრო მეტ მდიდარ ადამიანს სურს.

გამოცემა CNN წარმოგიდგენთ 10 ყველაზე გასაოცარ იახტას მსოფლიოში:

avanguardia-1601644367.jpg

Avanguardia

სუპერიახტა Avanguardia იტალიელმა დიზაინერმა პიერპაოლო ლაზარინიმ დააპროექტა. იახტის სიგრძე 157 მეტრს შეადგენს და მას მცირე ზომის ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი აქვს. დიზაინერს იმედი აქვს, რომ Avanguardia სულ მცირე 500 მილიონ დოლარად გაიყიდება.

project-175-1601644397.jpg

Project 175

Project 175 54 მეტრის სიგრძის იახტაა, რომელიც კომპანია Dixon Yacht Design-მა დააპროექტა. იახტაზე სპეციალური განათებებია დამონტაჟებული, რომლებიც ღამის განმავლობაში ინთება და მყუდრო გარემოს ქმნის.

escalade-1601644424.jpg

Escalade

იახტა Escalade ჰოლანდიელი დიზაინერების ბარან აკლინისა და ჯელი ნილკერტის პროექტს წარმოადგენს, რომელზეც ისინი 20 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. იახტაზე მცირე ზომის ჯაკუზი და საცურაო აუზია განთავსებული.

thor-explore-1601644446.jpg

Thor Explore

Thor Explore ბრიტანელი დიზაინერების მიერ შექმნილი უჩვეულო ფორმის იახტაა. იდეის ავტორებს სურდათ იახტის მგზავრებს პეიზაჟის დანახვა რაც შეიძლება კარგად შეძლებოდათ, ამიტომაც მისი კედლების უმეტესობა გამჭვირვალეა. მისი სიგრძე 100 მეტრს შეადგენს.

aqua-1601644478.jpg

AQUA

AQUA უჩვეულო დიზაინის მქონდე ეკო-მეგობრული იახტაა, რომელიც მთლიანად წყლის ენერგიაზე მუშაობს. მისი სიგრძე 112 მეტრია.

carapace-1601644514.jpg

Carapace

Carapace მეტად უჩვეულო საზღვაო ხომალდია, რომელსაც ცურვა როგორც წყლის ზედაპირზე, ასევე წყალქვეშ შეუძლია. იდეის შემქმნელების თქმით, მათი მიზანი იყო იახტა მულტიფუნქციური ყოფილიყო მისი მომავალი მფლობელის საჭიროებიდან გამომდინარე. იახტის სიგრძე 78 მეტრია.

hide-1601644574.jpg

HIDE

50 მეტრის სიგრძის მქონე იახტა HIDE საბრძოლო ხომალდს უფრო ჰგავს, ვიდრე კეთილმოწყობილ საკრუიზო იახტას. მისი დიზაინერის ანა ბორლას თქმით, იახტაზე სპეციალური მზის პანელები და სარკეებია დამონტაჟებული, რაც მას კამუფლაჟის საშუალებას აძლევს.

project-centauro-1601644599.jpg

Project Centauro

Project Centauro იტალიელი არქიტექტორების პროექტია, რომლის მშენებლობაც 2 წელში დასრულდება. იახტის სიგრძე 110 მეტრი იქნება და ის 14 სტუმარზე იქნება გათვლილი. იახტაზე კაიუტებთან ერთად, საცურაო აუზი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოეწყობა.

codecasa-jet-2020-1601644626.jpg

Codecasa Jet 2020

Codecasa Jet 2020 იტალიელი არქიტექტორების პროექტია, რომლის სიგრძეც დასრულების შემდეგ 70 მეტრი იქნება. იახტაზე საცურაო აუზი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ იახტა ფორმით თვითმფრინავს ჰყავს.

ice-kite-1601644653.jpg

Ice Kite

იახტა Ice Kite კომპანია Red Yacht Design-მა გერმანელი ინვესტორის სურვილის მიხედვით დააპროექტა, რომლის ვინაობას არ საჯაროვდება. იახტა ეკომეგობრული იქნება და სხვებთან შედარებით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ის 12 ადამიანზე იქნება გათვლილი.

ბექა ბერიაშვილი