2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტზე ჯამში, 50 100 დოლარის 26,3 ტონა ყურძენი გავიდა.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, ყურძნის ექსპორტი სულ 5 ქვეყანაში და ისიც სამეზობლოში განხორციელდა. ყველაზე მეტი 22 600 დოლარის ყურძენი გავიდა საქართველოდან აზერბაიჯანში. შემდეგ მოდიან:
- რუსეთი - 13 800 დოლარის ყურძენი;
- სომხეთი 12 100 დოლარის ყურძენი;
- უკრაინა 1 600 დოლარის ღირებულების ყურძენი.
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის 1-ელ რვა თვეში საქართველოში, 541 100 დოლარის ღირებულების 561,7 ტონა ყურძენი შემოვიდა. კერძოდ, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს სომხეთი, საიდანაც - 355 200 დოლარის ღირებულების ყურძნის იმპორტი განხორციელდა. მას მოსდევს თურქეთი - 117 300 დოლარით და მე-3 იმპორტიორი ქვეყანაა - ნიდერლანდი, საიდანაც 68 700 დოლარის ყურძენი შემოვიდა.