საქართველოში ბიზნეს ბანაკი ჩატარდება

გსურს, დაიწყო ბიზნესი, მაგრამ არ იცი - როგორ? უკვე გაქვს ბიზნეს იდეა? თუ ჯერ ისევ ფიქრობ, რომელ მათგანზე დაიწყო მუშაობა ?მაშინ დროა, მონაწილეობა მიიღო ბიზნეს ბანაკში, სადაც 1 კვირის განმავლობაში გექნება შესაძლებლობა, განავითარო შენი იდეა და ბიზნეს მოდელი, ისწავლო გამოცდილი მეწარმეებისა და სპეციალისტებისგან.

გამარჯვებულები მიიღებენ ფინანსურ ხელშეწყობას თავიანთი ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია საქართველოში მცხოვრები ყველა ინდივიდისთვის, რომელსაც სურს დაიწყოს ბიზნესი საქართველოს შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

  • ქედა
  • ხულო
  • ბორჯომი
  • ახალქალაქი
  • თეთრიწყარო
  • ყაზბეგი
  • ლაგოდეხი
  • დედოფლისწყარო

მონაწილეობის მიღება უფასოა! ბიზნეს ბანაკი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში 12-18 ოქტომბერს.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/nL7xvGH4TATwDnNR7

რეგისტრაცია დასრულდება 7 ოქტომბერს, 23:59-ზე.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 9 ოქტომბერს. მონაწილეობის მიღება უფასოა!

ბიზნეს ბანაკი ორგანიზებულია EU ENPARD-ის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და UNDP Georgia-ს მხარდაჭერით