საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8118-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 252 პაციენტი და საერთო რაოდენობა 4244-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.