კოლუმბიელმა სოფია ვერგარამ, რომელიც ცნობილია კომედიური როლის შესრულებისთვის სერიალში Modern Family, 2009-2020, Forbes-ის რეიტინგში მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
Forbes-ის ცნობით, 48 წლის ვერგარამ ბოლო ერთ წელიწადში 43 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. სერიალის ერთ ეპიზოდში მსახიობი 500 ათას დოლარს გასამრჯელოს იღებდა. გარდა ამისა, მან 10 მილიონი დოლარი გამოიმუშავა სატელევიზიო შოუდან America's Got Talent, სადაც 2006 წლიდან დღემდე ჟიურის წევრია.
რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა ანჯელინა ჯოლი, რომელმაც 35,5 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. მცირე შემოსავალი მას Marvel-ის ახალ ფილმში The Eternals გადაღებამ მოუტანა, რომლის ეკრანებზე გამოსვლა პანდემიის გამო გადაიდო.
მესამე ადგილზეა ისრაელელი გალ გადოტი, მისმა შემოსავლებმა 31,5 მილიონი დოლარი შეადგინა, ის ფილმში Red Notice გადაიღეს, რომლიდანაც 20 მილიონი ერგო.
გარდა ამისა, სიაში მოხვდნენ მელისა მაკარტი - 25 მლნ, მერილ სტრიპი - 24 მლნ, ემილი ბლანტი - 22,5 მლნ, ნიკოლ კიდმანი - 22 მლნ, ელენ პომპეო - 19 მლნ, ელიზაბეთ მოსი 16 მლნ და ვაიოლა დევისი 15,5 მლნ.
ჯამურად რეიტინგში მოხვედრილი მსახიობების შემოსავალმა 254 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 20%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე.