Airbnb აქციების პირველადი განთავსებით (IPO) 3 მილიარდის მოზიდვას აპირებს

ამერიკული კომპანია Airbnb, რომელიც გახლავთ ამავე სახელწოდების უძრავი ქონების გაქირავების ოპრატორი, აქციების პირველადი განთავსების (IPO) დროს აპირებს 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

სააგენტოს წყაროს ცნობით, IPO-ს შედეგად კომპანიის საბაზრო ღირებულებამ შესაძლოა, მიაღწიოს 30 მილიარდი დოლარს.

გაზეთ The Wall Street Journal-ის ცნობით, 2017 წელს Airbnb შეფასებული იყო 31 მილიარდ დოლარად, თუმცა მან 18 მილიარდის ღირებულება დაკარგა კორონავირუსის პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის გამო. ბოლო დამოუკიდებელი შეფასებებით კი, რომელსაც ეყრდნობა „როიოტერი“, კომპანიის ამჟამინდელი ღირებულება 21 მილიარდია.

როგორც სააგენტო წერს, კომპანიის IPO მიმდინარე წლის ყველაზე მსხვილი განთავსება იქნება 2020 წელს. აქციების საჯარო განთავსება დეკემბერშია დაგეგმილი, თუმცა ვადებზე შესაძლოა, ცალკეულმა ფაქტორებმა იქონიოს გავლენა, მათ შორის, ამერიკაში 3 ნოემბერს დაგეგმილმა საპრეზიდენტო არჩევნებმა.

კოკა კვირკველია