აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო და ცალკეული შტატების გენერალური პროკურორები გეგემავენ მომდევნო კვირისთვის ამერიკულ კორპორაცია Google-ს ბრალი წაუყენონ მისი მხრიდან ანტიმონოპოლიური კანონდებლობის დარღვევის გამო. ამის შესახებ გაზეთი Politico წერს.
გაზეთის წყაროს ცნობით, ბრალის წარდგენა შესაძლოა, მოხდეს მომავალი კვირის ბოლოსთვის ან 12 ოქტომბერს კოლუმბის დღესასწაულის შემდეგ.
ივლისში წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა, რომელიც ეხებოდა კომპანიების Amazon, Facebook, Apple და Google მუშაობის სპეციფიკას. როგორც ამ კომიტეტის დემოკრატმა წარმომადგენელმა დევიდ სისილინმა განაცხადა, აღნიშნული კომპანიების ხელმძღვანელები კონგრესმენების კითხვებზე პასუხის დროს აღიარებდნენ, რომ უშვებენ ისეთ ქმედებებს, რომელიც იწვევს დემოკრატი კონგრესმენების შეშფოთებას.
2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ხელისუფლება ემზადებოდა მასშტაბური გამოძიების დასაწყებად ზემოთხსენებული ოთხი კომპანიის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო მათი მხრიდან. Reuters-ის ცნობით, საქმის გარჩევებისას უფლებამოსილება გადანაწილდა ფედერალურ სავაჭრო კომისიასა და იუსტიციის სამინისტროებს შორის, რომლებსაც შესაბამისად ერგოთ Amazon-ის, Facebook-ის, Apple-ს და Google-ის საქმეები. ამის პარალელურად დამოუკიდებლად გამოძიება დაიწყო კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში.